როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენს

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა.

მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.

სასამართლოს განაჩენს "ფეისბუქში" არაერთი ცნობილი ადამიანი ეხმაურება:

დეკანოზი თამაზ ლომიძე: ე.ი. თბილისის ერთ-ერთ ეზოში, შუა ქალაქში, ჯგუფურად, დანებით ჩეხავენ ორ მოზარდს და თვეების განმავლობაში პროკურატურა დამნაშავეს არ/ვერ ადგენს და სასამართლო ეჭვიმიტანილებსაც ამართლებს. ეს არის სამართალდამცავი სტრუქტურების და შესაბამისად სახელმწიფოს სრული კატასტროფა! სავალალოა, რომ სახელმწიფოს მესვეურები ვერ აცნობიერებენ ამას.

დიანა ტრაპაიძე, ტელეწამყვანი: ანუ დავით სარალიძე არ მოუკლავთ? ეს თქვა სასამართლომ?... მოსამართლეს სხვა გზა არ ჰქონდაო ამბობს სარალიძის ადვოკატი, ანუ ეს გადაწყვეტილება არის პროკურატურის ტესტი. სასამართლომ ამხილა პროკურატურა - ამ დროისთვის ეს დასკვნა გამოვიტანე.

ეკა ხოფერია, ჟურნალისტი:

წარმოუდგენელი ამბავი ხდება!

ერთხელ ვინმემ უნდა გაარღვიოს ეს წრე, წრე დაუსჯელობის, უსამართლობის შეგრძნების, არგამოძიების, ვერგამოძიების, ართქმის, ნახევრადთქმის....

ჩემთვის სიმართლე ამ კადრშია, აი ამ კადრში, სრულიად უსუსური მამის, ვერაფერს რომ ვერ ხდება. და რატომ? გაგვეცით პასუხი!

მანანა თოქმაჯიშვილი, მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: სხვების მსგავსად მეც მაქვს კითხვები გამოძიებასთან და ველი პასუხებს. სარალიძის ტკივილი მთელი საზოგადოების ტკივილია... ამასთან, მე, როგორც დედას, არ მინდა დავუშვა, რომ ჩემი შვილები ოდესმე აღმოჩნდებიან მსგავსი საზარელი მკვლელობის მოწმეები და არ ითანამშრომლებენ გამოძიებასთან, არ იტყვიან სიმართლეს.

თიკა მახალდიანი, მომღერალი: აღარ ვარ ამ კაცის საცოდაობით! ეს რა უბედურება ხდება, ესეთი დაუცველი და უსამართლო ქვეყანა არ გვინდააა!!! მე მივდივარ აქციაზე!

ეკა წივწივაძე, ჟურნალისტი: ჩემი არასრულწლოვანი შვილებით ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ყველა აქციაზე გავალ !!!!ღმერთო შვილს რომ გიკლავენ და სამართალსაც ვერ პოულობ - ეს რა წყევლა სჭირს ამ ქვეყანას სულ ერთ ჯადო წრეზე რომ ვტრიალებთ

ეკა სალაღაია, ჟურნალისტი: ყველა მთავრობას თავისი გირგვლიანი ჰყავს

ნინო დანელია, მედიაკრიტიკოსი: ვინ მოკლა ბავშვები ხორავას ქუჩაზე? სინდისი გაქვთ თქვენ? გირგვლიანის გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ?ხალხნო, მოსამართლეზე ნუ ბრაზობთ, სწორად მოიქცა, არ "შეატენინა" მკვლელობა დაჭერილი მოზარდისთვის. თქვა, რომ მკვლელი არ არის საბრალდებო სკამზე მჯდომი. როგორც სარალიძის მამა ამბობს, მკვლელებს ხელს აფარებს პროკურატურა!საქმის გამოძიებაში დაბრუნების მოთხოვნა რამეს იზამს? ისევ ამ ღორებმა არ უნდა იძიონ? ხმამაღლა ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთოთ.

ლევან კურცხალია, GIPA: ამ ნაძირლებმა მეორედ მოკლეს ზაზა სარალიძის შვილი, სასამართლომ დაადგინა რომ არ არის ცნობილი ვინ მოკლა დავით სარალიძე, ეს არის ჩავარდნა პროკურატურის და დასტური იმის რომ საქმის გამოძიებით არ არის დაინტერესებული არც პროკურატურა, არც სასამართლო და არც მთავრობა.

გიორგი ზურაბიშვილი, ტელეწამყვანი: მოცემულობა - მოხდა ჯგუფური მკვლელობა. გამოძიების დაწყებიდან გავიდა ექვსი თვე. დაინიშნა სასამართლო. მოსამართლე გვეუბნება, რომ მოკლული არის და მკვლელი არ არის. ამოცანა გვეკითხება: სახელმწიფოა თუ ნინიას ბაღი?ქვეყანა კი არა სალობიეა მართლა. მილიონი ადამიანი იყო მკვლელობის მომსწრე და ასეთი საქმე როგორ ვერ უნდა გახსნა? ის არგუმენტი არ მიიღება, რომ ადამიანებმა არ ითანამშრომლეს. ათობით ადამიანი იყო იქ და ყველა ვარიანტში გავრცელდებოდა ინფრომაცია. შეუძლებელია ასეთი დანაშაული ვერ გამოიძიო.

ინგა გრიგოლია, ტელეწამყვანი: გაგვაგებინეთ მაშინ, ვინ მიაყენა ამდენი ჭრილობა დავით სარალიძეს.აგვიხსნას გამოძიებამ! სასამართლომ პრაქტიკულად თავზე ჩამოამხო გამოძიება პროკურატურას!!

ლიკა კასრაძე, ჟურნალისტი: ისევ წრეზე უნდა წავიდეთ, ისევ ქუჩაში გამოვეფინოთ, ისევ ვაჩვენოთ ჩვენი ძალა ხელისუფლებას და მერე შეიბერტყონ ყურები. არადა აღარ გვინდა, დავიღალეთ 30 წლიანი დემონსტრაციებით, ქუჩაში გდებით და ასე პრობლემების მოგვარებით, ჩვენი საქმე გვაქვს, ათასი პრობლემა გვაწევს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლებები სხვა გზას არ გვიტოვებენ, სხვა ენა არ ესმით, საკუთარი ნებით სამართალს არ სცნობენ, ამის გულგრილად ყურება კიდე შეუძლებელია. მე წავალ ჩემი შვილით და დავდგები ამ ადამიანის გვერდით, ვინც ასე ფიქრობს კიდევ, დავთქვათ სად და როგორ

ნუგზარ წიკლაური, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი: ეს არის ივანიშვილის საქართველო. კომისიების შექმნა და მხოლოდ შოთაძის გადადგომა არის მაშველი რგოლი ივანიშვილისთვის. ახლა უნდა დადგეს ქართული ოცნების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან მოკლული ბავშვის უმაგალითო შეურაცხყოფა და მეორედ მკვლელობა არის ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ირინა სარიშვილი, პარტია "იმედის" ლიდერი: დავით სარალიძის მკვლელობაში, რომელსაც მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული სხვადასხვა იარაღით, ერთი გამართლდა და მეორეს გადაუკვალიფიცირდა მუხლი მკვლელობის მცდელობაზე!!! ამ საძაგლობაზე კომენტარიც კი შეუძლებელია! სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად დაადასტურა, რომ პროკურატურამ საქმე ჩააგდო და სხვა მკვლელები გარეთ არიან! ასეთ ვითარებაში სასამართლოს წესით არ უნდა მიეღო ეს საქმე წარმოებაში და უკან დაებრუნებინა პროკურატურისთვის ბოლომდე გამოსაძიებლად! ეს იქნებოდა სწორი! ტფუი ამ ქვეყანას და ტფუი ჩვენ თუ ამას მოვითმენთ! ამ კაცის ერთი ცრემლის ფასი არ ვღირვართ არც ერთი, თუ ამას შევარჩენთ ამ ღორებს!!!!!!!

დავით ზურაბიშვილი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი: ასეთი გამოტვინება პროკურატურის, სასამართლოსი და ზოგადად ხელისუფლების, რაც სარალიძის და დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზეა, არც ვიცი რას მივაწერო. ისე იქცევიან, თითქოს პირადად ბიძინა ივანიშვილი იყოს ამ ბავშვების მკვლელი, მის გამოძვრენაზე ჩალიჩობდნენ და ამით უნებურად უთხრიდნენ ძირს.

თვითონ ის კი, რომელიც უკვე მმართველი პარტიის თავმჯდომარის რანგში დაატარებს ხეებს აქეთ-იქით, ერთ მშვენიერ დღესაც აღმოაჩენს, რომ მთელი ეს უბედურება საბოლოო ჯამში სწორედ მას ბრალდება და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან სასამართლოც მისია პირადად, პროკურატურაც, სუსიც, მუსიც და საერთოდ ეს სახელმწიფო კი არაა, "შარაშკინა კანტორა"-ს რომ იტყვიან რუსები, უფრო იმას ჰგავს.

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი: ჯანდაბას, მოყვეს მირზა სუბელიანმა რითიც გაშანტაჟებთ, ამაზე უარესი ხომ არ იქნება?! აპოვნინეთ შვილმკვდარ მამას სამართალი!

ნოე სულაბერიძე, ტელეწამყვანი: რა გახდა უამრავი სათვალთვალო კამერებით აღჭურვილ შუაგულ თბილისში მკვლელობის გამოძიება, მით უმეტეს ამხელა საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე!!!

გიგი უგულავა, "ევროპული საქართველოს" ლიდერი: მართლმსაჯულების კატასტროფა

ლიკა ყაზბეგი, სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი:ის, რაც ამწუთას გავიგე არის უსამართლობის პიკი!!!არ მეგულება ადამიანი, ვინც სარალიძეს არ დაუდგება გვერდში!

ლიზა ვადაჭკორია, ჟურნალისტი: მოვკვდი ამ კაცის საცოდაობით :( ისეთ დღეშია, შვილს არ გაყვეს იმქვეყნად. ძალიან მეცოდება

მამუკა ღლონტი: "ნაცების" გზას დამდგარი "ქოც-საძმო"!!!

თაკო ჩხეიძე, თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი:

საზარელი მკვლელობა, რომელიც მოხდა დღისით, მზისით, ათასი მოწმის თვალწინ და მკვლელი ვერ დაადგინეს ვითომ... არის უბედურება, ცინიზმი საზოგადოების მიმართ, ეს ყველას ეხება!!! დაუცველობის და უსამართლობის გრძნობა არის ყველაზე საშინელი რამ რაც შეიძლება დაგვემართოს!!! საცოდავი მამის ყურებით გავსკდი ტირილით და ეს ხდება აქ 21 საუკუნეში?! თუ არ დაიჭერენ მკვლელებს მართლა ძალიან ცუდად დამთავრდება!!!!!!!

"ვითომ ვინმე უშლის შვილზე ზრუნვას... 237 ლარი დახარჯე და ერთი ამბავი ატეხე" - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს პასუხობს

ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა: "მთელი ცხოვრება არ მომასვენებს ის გამოტოვებული ზარი... იქნებ რაღაცას შეცვლიდა ჩემთან საუბარი..." - რას წერს მარინე ბერიძე

"წელს გავუფრთხილდით მის ჯანმრთელობას... თან ისე, რომ არ ელოდა, სიურპრიზად" - როგორ მიულოცა ნიკოლოზ რაჭველმა ბედობა ნანი ბრეგვაძეს