დღის ფოტო: მოკლული დავით სარალიძის დედ-მამა პროკურატურასთან

დღის ფოტო: მოკლული დავით სარალიძის დედ-მამა პროკურატურასთან

ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის საქმის ოთხთვიანი განხილვა დასრულდა - მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დაზარალებული მხარის წარმომადგენლები - მოკლული დავით სარალიძის მამა და მისი თანმხლები პირები სასამართლოს ეზოში გამოვიდნენ შეძახილებით - "მკვლელებო! მკვლელებო".

"ირაკლი შოთაძე გამოვიდეს და გამცეს პასუხი - ვინ არიან ჩემი შვილის მკვლელები! სისტემა დამეჯახა მე, ამ სისტემას ქართველი ხალხის გვერდით დგომით დავანგრევ! ყველა შვილმოკლულ მშობელს მოვუწოდებ, შემომიერთდით" - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლოსთან, რომელმაც მომხრეებთან ერთად მთავარ პროკურატურასთან გადაინაცვლა ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნით.

იხილეთ ვიდეო: მძიმე კადრები - მოკლული დავით სარალიძის მშობლების ემოციური შეხვედრა

მოგვიანებით, ზაზა სარალიძეს პროკურატურასთან მისი მეუღლე ნათია სარალიძეც შეუერთდა.

ზაზა სარალიძე საგამოძიებო უწყებაში შვილმოკლულ მშობლებთან ერთად შევა. სარალიძესთან ერთად პროკურატურაში შევა სარალიძის უფლებების დამცველი ირაკლი კუპრავა. მათ შემსვლელთა სია პროკურატურის კანცელარიაში ჩააბარეს. თუ რაზე ისაუბრებს ზაზა სარალიძე საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელთან, წინასწარ არ საუბრობს.

ფოტო: ნარიტა ჩხაიძე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს