ზაზა სარალიძე - რომელ საერთაშორისო ექსპერტიზაზეა საუბარი, როდესაც გამოძიების ეტაპზე პროკურატურამ მტკიცებულებები გაანადგურა

ზაზა სარალიძე - რომელ საერთაშორისო ექსპერტიზაზეა საუბარი, როდესაც გამოძიების ეტაპზე პროკურატურამ მტკიცებულებები გაანადგურა

რომელ საერთაშორისო ექსპერტიზაზეა საუბარი, როდესაც გამოძიების ეტაპზე პროკურატურამ მტკიცებულებები გაანადგურა, – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებაზე საპასუხოდ აღნიშნა.

ზაზა სარალიძის თქმით, გამოძიების ეტაპზე დაზიანებულია როგორც მტკიცებულები, ასევე დანგრეულია ის ავტოფარეხი, სადაც მოხდა მკვლელობა. სარალიძის თქმით, პროკურატურამ კარგად იცის თუ ვინ არის რეალურად დამნაშავე, შესაბამისად, საჭიროა დაუყოვნებლივ მოხდეს როგორც მკვლელობაში მონაწილე პირების, ასევე დანაშაულის დამფარავი პირების დასჯაც.

„არავითარი ექსპერტიზა, მათ ძალიან კარგად იციან ვინ არის დამნაშავე და საჭიროა დაისაჯონ დამნაშავეები, ასევე პასუხი აგოს ირაკლი შოთაძემ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა ის ექსპერტიზა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარის საქმეზე ჩატარებულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ, ჩატარდება ასევე შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს