ვინ შეასრულებს მთავარი პროკურორის მოვალეობას შოთაძის გადადგომის შემდეგ

ვინ შეასრულებს მთავარი პროკურორის მოვალეობას შოთაძის გადადგომის შემდეგ

მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ მის მოვალეობას მამუკა ვასაძე შეასრულებს. ვასაძე შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში მისი პირველი მოადგილე იყო.

კანონმდებლობის თანახმად, სწორედ ის შეასრულებს მთავარი პროკურორის მოვალეობას, ვიდრე პარლამენტი ახალ მთავარ პროკურორს არ დაამტკიცებს.

ირაკლი შოთაძემ თანამდებობა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენის შემდეგ დატოვა. ის მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა. ის 2015 წლის 27 ნოემბერს ამ თანამდებობაზე პარლამენტმა აირჩია.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს