ბრიტანეთის პარლამენტი დაემშვიდობა თავის ერთ-ერთ ისტორიულ სიმბოლოს - წითელ პორტფელს, რომლის მეშვეობით პალატაში, 150 წლის განმავლობაში შემოჰქონდათ ბიუჯეტის შესახებ მოხსენების ტექსტი.
პირველად საბიუჯეტო პორტფელი 1860 წელს, გამოჩენილმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, ოთხგზის პრემიერ-მინისტრმა უილიამ გლადსტონმა გამოიყენა. მას შემდეგ პორტფელს იყენებდა დიდი ბრიტანეთის ხაზინის ყველა კანცლერი. ერთადერთი გამონაკლისი გორდონ ბრაუნი იყო, რომელიც ამ თანამდებობას ტონი ბლერის პრემიერობისას იკავებდა. ბრაუნმა მაშინ ახალი პორტფელი შეუკვეთა.
როგორც დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო არქივში განაცხადეს, ამიერიდან პორტფელს ვეღარავინ გამოიყენებს, რადგან ცუდ მდგომარეობაშია და მას სამუზეუმო ექსპონატად გადააქცევენ.
დიდი ბრიტანეთის ხაზინის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ჯორჯ ოსბორნმა განაცხადა, რომ არ სურს გახდეს პირველი კანცლერი, რომელსაც ხელში ისტორიული პორტფელი არ სჭერია. არქივის თანამშრომლებმა ოსბორნს გული არ დასწყვიტეს და მისი ერთჯერადად გამოყენების ნება დართეს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.