შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მირზა სუბელიანმა ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ Ambebi.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
ინფორმაციას სუბელიანის ქვეყნიდან წასვლის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ გაავრცელა. მან თქვა, რომ სუბელიანმა საქართველო ოჯახთან ერთად დატოვა.
რუსთაველის გამზირზე აქცია რამდენიმე საათია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება და ადგილზე კარვები გაიშლება. აქციის მონაწილეები დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულების დასჯას მოითხოვენ. ასევე ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ზაზა სარალიძემ მთავრობის გადადგომა მოითხოვა.