პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება. ინფორმაცია Ambebi.ge-ს უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, სუბელიანი სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფება.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ინფორმაცია სუბელიანის ქვეყნიდან წასვლის შესახებ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ გაავრცელა. მან თქვა, რომ სუბელიანმა საქართველო ოჯახთან ერთად დატოვა. თუმცა მოგვიანებით შსს-მ ფაქტი უარყო.