ზაზა სარალიძე - ხელისუფლებამ უმეცარი ნაბიჯი გადადგა, როდესაც შსს-ს გადასცა საქმე გამოსაძიებლად

ზაზა სარალიძე - ხელისუფლებამ უმეცარი ნაბიჯი გადადგა, როდესაც შსს-ს გადასცა საქმე გამოსაძიებლად

ხელისუფლებამ უკვე გადადგა უმეცარი ნაბიჯი, როდესაც შსს-ს გადასცა ეს საქმე. რა ძიებაზეა საუბარი?! – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მას არ აქვს ხელისუფლების იმედი და არ სჯერა, რომ გამოძიება სწორად წარიმართება.

ზაზა სარალიძე კვლავ მოითხოვს დაუყოვნებლივ დააკავონ ყველა პირი, რომელთა შესახებაც ის მანამდე საუბრობდა, რაც იქნება ხელისუფლების მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯი.

“ხელისუფლებამ უკვე გადადგა უმეცარი ნაბიჯი, როდესაც შსს-ს გადასცა ეს საქმე. რა ძიებაზეა საუბარი?! მოწმეები, ნივთმტკიცებები არ არსებობს, ვის ატყუებენ. მე მატყუებენ თუ თავის თავს ატყუებენ. მოწმე დაშინებულია, მშობლები დააშინეს, შვილებს მოგიკლავთ, თუ თქვენი შვილები სიმართლეს ილაპარაკებენო. ვინმე გადადგამს ამ ნაბიჯს? თუ ნივთმტკიცებები აღარ არის, რა უნდა გამოიძიონ? ეს იყო უმეცარი გადაწყვეტილება მათი მხრიდან, რომ თითქოს ილუზია შეიქმნეს, მე დავთანხმდებოდი ამას. არავითარ შემთხვევაში. დაუყოვნებლივ იქნეს დაკავებული ყველა ის პირი, რომელთა შესახებაც აქამდე ვსაუბრობდი. ეს იქნება მათი სწორი ნაბიჯი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემა დაემხობა და სისტემის მფარველი მთავრობა. მანამდე ვიქნები აქ, სანამ ჭეშმარიტებას არ მივაღწევ”, - განაცხადა ზაზა სარალიძემ

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს