როგორ ეხმაურებიან თბილისში მიმდინარე პროცესებს რუსეთში -  "ეს პატარა ქვეყანა ვითარდება"

როგორ ეხმაურებიან თბილისში მიმდინარე პროცესებს რუსეთში -  "ეს პატარა ქვეყანა ვითარდება"

საქართველოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გარშემო მიმდინარე პროცესები აქტიური განსჯის საგანია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც... რუსულ ონლაინ მედიასა და ინტერნეტგამოცემებში, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის კვალდაკვალ განვითარებულ მოვლენებს ქართული საზოგადოების დემოკრატიის წინსვლად მიიჩნევენ, თუმცა, ზოგს მიაჩნია, რომ დემოკრატიასთან ამ პროცესს საერთო არაფერი აქვს...

"მოკლული ბავშვების მშობლებს არავის აკრიტიკებს, ისინი სრულიად სამართლიანად ითხოვენ სამართალს, თუმცა, რაც შეეხება, პოლიტიკურ პარტიებსა და ვიღაც-ვიღაცების მომხრეებს, რომლებიც ახლა სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ, ეს ცუდი ფაქტია, თუმცა მათ ვერ გაამტყუნებ... ხვალ რომ სააკაშვილი ჩამოვიდეს თბილისში და რამდენიმეათასიანი მხარდამჭერი მოაგროვოს, საინტერესოა, რას გააკეთებს ოცნება? მით უფრო, ახლა, ამ ფონზე, როდესაც საქართველოში ერთმანეთს ეკითხებიან, რა სჭირს ამ ხელისუფლებას?!" - წერს kavkaz-uzel.eu-ს ჟურნალისტი.

"ვისაც ჰგონია, რომ ამ ყველაფრით საქართველო ბევრ რამეს კარგავს, ცდებით. ქართული სამოქალაქო საზოგადოება იზრდება, ყოველდღე აჩვენებს, რომ ვერ ეგუება უსამართლობას, უკანონობას, კორუფციას, დამნაშავეთა მფარველობას... ამ და წინა აქციებით ჩანს, როგორ გაზრდილან, წინ წასულან... გვინდა ამის აღიარება თუ არა... შედარებებს არ გავაკეთებ, ტროლები შემომივარდებიან და პროამერიკელობას დამაბრალებენ, მაგრამ ნავალნის აქციების გარდა, ვინმეს გვახსოვს პროტესტი?.. არა" - წერს სოციალური ქსელის რუსი მომხმარებელი.

"რუსეთში მაისში მიიღეს კანონპროქტი, სევდიან-სასაცილო სახელწოდებით, "პოლიტიკური პედოფილიისგან ბავშვების დაცვა". ვერავინ ვერაფერი გაიგო, ვერ მიხვდნენ, რატომ გახდა ამაზე მუშაობა საჭირო, მაგრამ არც არავის უკითხავს რამე. აქ კი, რუსეთში რა პრობლემაც არ უნდა იყოს, არასანქცირებული მიტინგისთვის 500 ათასი რუბლით გვაჯარიმებენ, განმეორების შემთხვევაში 1 მილიონია... არის კიდევ სხვა "ვარიანტებიც", იძულებითი სამუშაო 15 დღე-ღამე... თუმცა, ერთის მხრივ, მე ვფიქრობ, ხელისუფლება სწორად იქცევა, რომ ასეთ სიმკაცრეს იჩენს - ნავალნი პროვოკაციებზე მიდის და აქციებს არასანქცირებულ ადგილებში მართავს და არა იქ, სადაც ეს ნებადართულია... შემდეგ იქიდან ბოთლები და ქვები "მოფრინავენ", უწესრიგობაა... ის რაც ახლა საქართველოში ხდება, კარგი შედეგით არ დასრულდება..." - წერს კიდევ ერთი რუსი ინტერნეტმომხმარებელი.

"როდესაც ხელისუფლება სუსტია, უკანონობაზე თვალს ხუჭავს და დამნაშავეს ხელს აფარებს, ყველანაირი პროტესტი გამართლებულია... მე არ ვიცი შიგნით რა ხდება და იყენებს თუ არა ამ ფაქტს რომელიმე პოლიტიკური ძალა საკუთარი მიზნებისთვის, თუმცა, ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს ხალხის ძალა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ცვლილებები, არჩევნების გზით უნდა მოხდეს, დიახ, ბოდიშიც უნდა მოუხადონ ხალხს და პატიებაც უნდა თხოვონ, ცვლილებებიც უნდა მოხდეს, ხალხმა კი, ნებისმიერი უკმაყოფილება უნდა გამოხატოს და შედეგიც უნდა მიიღოს... ყველგან პუტინი ვერ იქნება მმართველი... აქ, მოსკოვში, შუა ცენტრში 18 წლის მუსიკოსი ბიჭი მოკლეს, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ არაფერს ამბობს... საქართველოში 5 წლის მერეც საგრძნობლად უკეთესი დემოკრატია იქმნება" - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი "ილია ჟიგული".

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე