"მე მაგათი დაცვა არ მჭირდება" - ზაზა სარალიძის პასუხი შსს-ს განცხადებაზე

"მე მაგათი დაცვა არ მჭირდება" - ზაზა სარალიძის პასუხი შსს-ს განცხადებაზე

"მე მაგათი დაცვა არ მჭირდება" - ასე უპასუხა ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას, რომლის თანახმად ზაზა სარალიძის სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე არსებობს.

"თურმე მთავრობამ ჩემი დაცვა გადაწყვიტა. 6 თვეა ვეხვეწები ჩემი შვილის უფლებების დაცვას და 6 თვე ჩემს შვილს სულში აფურთხებენ. მე მაგათი დაცვა არ მჭირდება" - განაცხადა სარალიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს სთავაზობს. აღნიშნულთან დაკავშრებით უწყებამ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

"არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის.

ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს