ზაზა სარალიძე შს მინისტრთან შეხვედრაზე უარს ამბობს

ზაზა სარალიძე შს მინისტრთან შეხვედრაზე უარს ამბობს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე შს მინისტრთან შეხვედრას არ აპირებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის არ იღებს გიორგი გახარიას შეთავაზებას შეხვედრასთან დაკავშირებით.

"მე მინისტრს ორი თვის წინ ვეხვეწე და ვემუდარე დაჩოქილი, რომ შემხვედროდა. დღეს მე არ შევხვდები", - განაცხადა სარალიძემ.

გიორგი გახარია მზად არის, უპირობოდ შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს და მიმდინარე საქმის დეტალები გააცნოს, - ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას შეხვდა. შეხვედრას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე დაესწრნენ. შეხვედრის შემდეგ შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ "გიორგი გახარია მზად არის, უპირობოდ შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს და მიმდინარე საქმის დეტალები გააცნოს".

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმე შსს-მ წარმოებაში უკან დაიბრუნა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს