"ჩემს მიმართ იყო ხელის შეშლა, ასევე, შემეხნენ ფიზიკურად" - სახალხო დამცველის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ერთი პირია დაკავებული

"ჩემს მიმართ იყო ხელის შეშლა, ასევე, შემეხნენ ფიზიკურად" - სახალხო დამცველის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ერთი პირია დაკავებული

გამოხატვის როგორ ფორმას აირჩევენ მოქალაქეები, ეს მათი გადასაწყვეტია, სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით მე მაქვს თმენის ვალდებულება და ეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში დაცულია, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ვაკის პარკში მასთან დაკავშირებულ ინციდენტს.

“ვადასტურებ, რომ ჩემს მიმართ იყო ხელის შეშლა, ასევე, შემეხნენ ფიზიკურად. ეს არ იყო ცემა, მაგრამ მიშლიდნენ ხელს გადაადგილებაში. ასევე, იყო მოწოდებები თავდასხმის შესახებ”, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიას მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე უკვე ერთი პირია დაკავებული. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს