"ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა არ მომხდარა, შესაბამისად, რამე ტიპის კადრებზე საუბარი ზედმეტია" - მირზა სუბელიანი

"ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა არ მომხდარა, შესაბამისად, რამე ტიპის კადრებზე საუბარი ზედმეტია" - მირზა სუბელიანი

მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა არ მომხდარა, - ამის შესახებ პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამამ მირზა სუბელიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

როგორც სუბელიანი ამბობს, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა არ მომხდარა, შესაბამისად, რამე ტიპის კადრებზე საუბარი ზედმეტია.

„არანაირ კადრებზე, არანაირ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე საუბარი ჩემთან არ ყოფილა და ფიზიკურად ეს ვერ იქნებოდა. დასკვნა, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა არ დადასტურდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის დაწერილი ჩემს მიერ. შესაბამისად, ფაქტი იმისა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა მოხდა, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასეთი რამ არ მომხდარა“, - აღნიშნა სუბელიანმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველო ოჯახთან ერთად დატოვა, მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ ის საქართველოდან არსად წასულა, მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს