ვინ ვის უჩივლებს? - მერია და გაფიცული მემანქანეები ერთმანეთის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრაზე საუბრობენ

ვინ ვის უჩივლებს? - მერია და გაფიცული მემანქანეები ერთმანეთის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრაზე საუბრობენ

შესაძლებელია, მეტროს მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ხმალაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს რა ღონისძიებები იქნება მეტროს მემანქანეების მიმართ გამოყენებული - დისციპლინური პასუხისმგებლობა თუ სამსახურიდან გათავისუფლება.

„რა თქმა უნდა, შესაძლოა, პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ეს არის სამართლებრივი საკითხი. მათი მხრიდან დარღვეულია კომპანიის შინაგანაწესი, კანონი, სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება, იქნება ეს დისციპლინური პასუხისმგებლობა, სამსახურიდან გათავისუფლება თუ სხვა ღონისძიებები, ამას ცოტა მოგვიანებით გაცნობებთ“, - განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, ისინი აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს და გააგრძელონ დედაქალაქის მომსახურება.

„ამ სიტუაციიდან მხოლოდ ერთადერთ გამოსავალს ვხედავ, რომ სამართლის და კანონის ჩარჩოებში ჩავჯდეთ. დავუბრუნდეთ ყველა იმ მოვალეობის შესრულებას, რასაც კანონი და ქალაქის ინტერესები გვავალდებულებს“, - განაცხადა ხმალაძემ.

თუმცა, სასამართლოში საჩივრის შეტანას თავად გაფიცული მემანქანეებიც აპირებენ.

"ჩვენ თვითონ ვაპირებთ საჩივრის შეტანას, რომ გაფიცვისთვის უკანონო ხელის შეშლა ისეთივე სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, რაზეც საუბრობს ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე. ჩვენც ვაპირებთ ამ კუთხით თავის დაცვას", - ამის შესახებ ჟურნალისტებს მეტროპოლიტენის თანამშრომელთა იურისტმა ბექა ბადრიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, აქცია, რომელსაც თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მართავენ, ლეგიტიმურია.

"იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანების მიმართ შესაძლოა გარკვეული სამართლებრივი ქმედება გატარდეს, თითქოს იმ ლოგიკით, რომ გადაწყვეტილებას არ ემორჩილებიან, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ თვითონ ვაპირებთ საჩივრის შეტანას, რადგან გაფიცვისთვის უკანონო ხელის შეშლა ისეთივე სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, რაზეც საუბრობს ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე. ჩვენც ვაპირებთ ამ კუთხით თავის დაცვას", - განაცხადა ბექა ბადრიშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც მემანქანეთა გაფიცვის თაობაზე იყო მიღებული, რომ მათ მხოლოდ არასამუშაო საათებში შეეძლოთ გაფიცვა, სამართლებრივ ლოგიკას აცდენილია.

"პირველ რიგში, 18 მაისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ტრანსპორტის სამსახურის შუამდგომლობა და მეტროში დასაქმებული მემანქანეებს სამუშაო დღეების განმავლობაში შეეზღუდათ გაფიცვაში მონაწილეობის უფლება. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა დანარჩენს, ვინც ამ პროფესიული კავშირის წევრია, თავისუფალია ამ უფლების რეალიზაციაში და იფიცება. რაც შეეხება მეტროს მემანქანეებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, ამაზე ჩვენ 18 მაისს ვთქვით, რომ არის ყოვლად წარმოუდგენელი გადაწყვეტილება, რადგან აცდენილია ყველანაირ ფაქტობრივ და სამართლებრივ ლოგიკასა და მოცემულობასსასამართლომ ამ ხალხს უთხრა, რომ სამუშაოსგან თავისუფალ საათებში შეუძლიათ გაიფიცონ. ხაზგასმით მინდა ყველამ იცოდეთ, ამ ადამიანებმა გაფიცვა გუშინ დაიწყეს, 15:00 საათზე, სამუშაოსგან თავისუფალ დროს. ამიტომ, ეს მეტყველებს, რომ ეს განჩინება არის სრულიად წარმოუდგენელი და დაუსაბუთებელი. ამათი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დააყენო იმ შემთხვევაში, თუ ეს ხალხი კანონს არღვევს", - განაცხადა ბადრიშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს