როგორი ხარისხის გზები იგება საქართველოში? - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგი

როგორი ხარისხის გზები იგება საქართველოში? - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგი

გზების ხარისხის რეიტინგში საქართველო ბოტსვანასა და ჰონდურასთან ერთად 80-82 ადგილებს იყოფს, - ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში Global Competitiveness Index 2017-2018. სულ ჩამონათვალში 137 ქვეყანა მოხვდა. 7-ქულიანი სისტემით საქართველომ, ისევე როგორც ბოტსვანამ და ჰონდურასმა 3,8 ქულა დააგროვა და 80-82 ადგილებზე მოხვდა.

რეიტინგის მიხედვით, საუკეთესო გზები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (6,4), სინგაპურსა (6,3) და შვეიცარიაშია (6,3). პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ: ჰონგ-კონგი, ნიდერლანდები, იაპონია, საფრანგეთი, პორტუგალია, ავსტრია და აშშ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საუკეთესო მაჩვენებლები აზერბაიჯანს, ლიტვასა და ესტონეთს აქვთ, რომლებიც 36-38 ადგილებზე აღმოჩნდნენ.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო