"მკვლელები ხართ! თავი გაქვთ მოსაკლავი!"- მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა ბრალდებულის დედას დაუპირისპირდა

"მკვლელები ხართ! თავი გაქვთ მოსაკლავი!"- მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა ბრალდებულის დედას დაუპირისპირდა

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული წინასასამართლო სხდომა დაიხურა. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომის დახურვასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. როგორც მან განმარტა, ამის მიზეზი ის პირადი ხასიათის ინფორმაციაა, რომელიც საქმეშია. როგორც სხდომის დაწყებამდე ბრალდებულის ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განაცხადა, დღეს საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომაზე განიხილება დაცვისა და ბრალდების მხარის მტკიცებულებათა დასაშვებობა, ასევე საქმის არსებითად წარმართვის ან საქმის შეწყვეტის შესახებ იქნება შუამდგომლობა.

ნახეთ ვიდეო : "თავი გაქვთ მოსაკლავი, ფული როგორ გადაიხადეთ, თქვენ ხართ მკვლელები" - თემქაზე მოკლული გოგონას მამა ბრალდებულის დედას დაუპირისპირდა

სასამართლოს შენობაში დღეს ანა ნაცვლიშვილის მშობლებსა და ლადო გრიგალაშვილის დედას შორის შელაპარაკება მოხდა.

„როგორ დაიქირავეთ ეს ადვოკატი? ფული როგორ გადაიხადეთ? თქვენ ხართ მკვლელები, იმიტომ რომ მკვლელს იცავთ. თავი გაქვთ მოსაკლავი! არ უნდა ალაპარაკოთ ადვოკატი! ჩემი შვილი სამოთხეშია, თქვენი შვილი ჯოჯოხეთში და თქვენც ჯოჯოხეთში იმყოფებით!“ - უთხრა გრიგალაშვილის დედას ანა ნაცვლიშვილის მამამ.

შეგახსენებთ, რომ თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს