ავტორი:

“საქართველო აფხაზეთს პოპულარიზაციაში ეხმარება” - რას წერს აფხაზური მედია ქართულ მხარეზე

“საქართველო აფხაზეთს პოპულარიზაციაში ეხმარება” - რას წერს აფხაზური მედია ქართულ მხარეზე

დე ფაქტო აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრები ConIFA-ს (დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობას, ოკუპირებულ რეგიონში დიდი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს.. უკვე დიდი ხანია, რეგიონში ნებისმიერი გასვლითი ღონისძიება, სპორტული იქნება ეს თუ კულტურული დატვირთვის, პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს. მთავარია, მათი წარმომადგენელი სადმე, “საზვარგარეთ” მონაწილეობდეს და შედეგის მიუხედავად, ეს მათთვის უკვე ერთგვარი გამარჯვებაა...

ასე ემოციურად შეხვდნენ ლონდონში გამართულ ჩემპიონატსაც, სადაც აფხაზურ ე.წ ნაკრებში 20 სპორტსმენი მონაწილეობდა და მათგან 6 - რუსულ კლუბებში თამაშობს.

საფეხბურთო ორგანიზაცია ConIFA ნაწილობრივ აღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციებს აერთიანებს. კონფედერაცია ტურნირებს საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს ოფიციალური წესებით მართავს. მისი ერთ-ერთი ჩემპიონატი 2016 წელს სოხუმში გაიმართა, გამარჯვებული კი ტურნირის მასპინძელი გახდა.

აფხაზი ჟურნალისტი იზიდა ჭანია, მისთვის ჩვეული ირონიით წერს იმაზე, “თუ როგორ ირიბად ეხმარება ქართული მხარე აფხაზეთს პოპულარიზაციაში”, თუმცა, ჟურნალისტი საკმაოდ აგრესიულად წერს, რომ მსოფლიო მედია, აფხაზეთის გარშემო ამბებთან დაკავშირებით დაუფარავად ქილიკობდა.

“საქმე ის არის, რომ მედია კომპანიები, აფხაზეთისა და ტიბეტის ნაკრებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ გესლიან ხუმრობებს ერთმანეთს არ აცლიდნენ, კონკრეტულად - ConIFA–ს ვერსიით, აფხაზეთი, საქართველოს შემდეგ ფრჩხილებში იწერება. ამის შემდეგ მოდის ფრაზა, რომელიც სასიკვდილო დარტყმის ტოლფასია, კონკრეტულად: “2016 წელს, ConIFA–ს ჩემპიონატი ფეხბურთში სწორედ საქართველოში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, მათთვის ვინც არ იცის, - იმ წელს ეს ზემოთ ხსენებული ჩემპიონატი, აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში გაიმართა” – წერს აფხაზი ჟურნალისტი იზიდა ჭანია.

აფხაზი ფეხბურთელები

მისი თქმით, საქართველო არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, რომელიც ოდესღაც მის შემადგენლობაში შედიოდა და გაფაციცებული ადევნებს თვალს ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება, “რათა არ დაარღვიონ მისი ტერიტორიული მთლიანობა, სიტყვით, საქმით... სინამდვილეში, ეს ყველაფერი იწვევს სრულ გაუგებრობას, თუნდაც იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, მკითხველმა ვერც კი გაიგო, რომ ConIFA არის საფეხბურთო კლუბების კონფედერაცია, რომელიც FIFA-ს შემადგენლობაში არ შედის" - წერს ჟურნალისტი.

"ამ ალიაქოთში, საერთოდ ვიღას სცალია ან ვიღას ახსოვს საქართველოსა და აფხაზეთის კონფლიქტი, განსაკუთრებით იმ მედიას, რომელიც სიახლეებს გადმოსცემდა და რომელიც, იდეაში “პოლიტკორექტული” უნდა ყოფილიყო... ასეთი “პოლიტკორექტულობის” მაგალითი კი, უამრავია, თუმცა, არსებული რეალობის შესცვლელად, საქართველო ქმნის ვირტუალურ რეალობას და ვითარება აბსურდამდე მიჰყავს.

ასეთია, მაგალითად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში არსებობს და რომელსაც ნამდვილ აფხაზეთთან არავითარი კავშირი არ აქვს. ქართული პოლიტიკით არსებობს, მაგრამ ამავდროულად ეს ავტონომიური მთავრობა ნამდვილი აფხაზეთის სპორტულ ღონისძიებებს, ასევე აფხაზი მოცეკვავების საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობას აპროტესტებს.

მეორე აბსურდია, “სამაჩაბლო”, რომელსაც ქართული მხარე დაჟინებით უწოდებს სამხრეთ ოსეთს; საქმე ის არის, მსოფლიოში ძალიან ცოტამ იცის ქვეყნები, - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, თუმცა, სახელწოდება “სამაჩაბლო”, საერთოდ არავინ...” – წერს აფხაზი ჟურნალისტი.

იზიდა ჭანიას მოსაზრებით, ძალიან ცოტა ვინმე თუ აპიარებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ისე, როგორც ქართველი პოლიტკოსები და ბლოგერები. მისივე თქმით, აფხაზეთის ცხოვრებაზე გაფაციცებული ყურადღებით, ისეთ პიარ-კამპანიას უკეთებენ, რომ რეგიონში ამის თანხები არც არსებობს.

“ორი მნიშვნელოვანი რამ მოხდა გასულ კვირას აფხაზეთის ცხოვრებაში - სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ლონდონში – ConIFA-ს საფეხბურთო ჩემპიონატი... შესაძლოა, რომ არა საქართველოს აქტიურობა, მეორე სიახლისთვის არც არავის მიექცია ყურადღება, თუმცა, მან თავისი პროპაგანდისტული მანქანა ჩართო, ამავდროულად, სირიასთან გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა... ერთი სიტყვით, - ჩემი უცხოელი მეგობრებისგან იმდენი მილოცვა მივიღე, რომ ასეთი რამ, რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების დროსაც კი არ მახსოვს. როგორც გავარკვიე, ამის შესახებ ყველამ ქართული მხარის აქტიურობის შედეგად გაიგო... არაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავის დამოკიდებულებითა და შეფასებით რა იმიჯს იქმნის საქართველო...

ეს ყველაფერი არც ისე ცუდია, თუმცა, იქნებ, დროა შევიმუშავოთ ფორმულირება, რომლის საშუალებითაც ჩვენი მკითხველი გაიგებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის ყველაფერზე პასუხისმგებელი, რაც აფხაზეთში ხდება და კიდევ, - იქნებ როგორმე ავუხსნათ ევროპას, რომ აფხაზეთი უკვე დიდი ხანია საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არ არის...”, - წერს იზიდა ჭანია.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი