"ხალხი ცოცხლად დაიმარხა" - გვატემალელები ცდილობენ, ლავას გაექცნენ

"ხალხი ცოცხლად დაიმარხა" - გვატემალელები ცდილობენ, ლავას გაექცნენ

გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევის გამო სულ მცირე 69 ადამიანი გარდაიცვალა. Nbc News-ის ინფორმაციით, მსხვერპლი ვულკანიდან ამოფრქვეული ლავისა და ქვების გარდა მომწამვლელმა გაზმაც გამოიწვია.

ვულკანი "ფუეგო" კვირას გააქტიურდა. ლავის ნაკადი მოსახლეობამდე სწრაფად მივიდა, გამოცხადდა ევაკუაცია. ქალაქი გვატემალა, რომელიც ვულკანიდან 40 მილის დაშორებით მდებარეობს, ფერფლმა დაფარა.

სტიქიის ზონასთან მცხოვრები 3 200-მდე ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია განხოცრიელდა.

69 გარდაცვლილის ცხედარი უკვე ნაპოვნია, 17-ის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

სამაშველო სამსახურები ცდილობენ, ფერფლში ადამიანებს მიაგნონ. ადგილობრივები ამბობენ, რომ გაქცევა ყველამ ვერ შეძლო და ლავაში ხალხი ცოცხლად ჩაიმარხა.

ვულკანის ამოფრქვევამ 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე