ხურვალეთის მცხოვრები, რომელიც ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს, ცხინვალში გადაიყვანეს, საპატრიარქო კი დირბის ეკლესიის წინამძღვრის დაკავების ფაქტს იკვლევს

ხურვალეთის მცხოვრები, რომელიც ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს, ცხინვალში გადაიყვანეს, საპატრიარქო კი დირბის ეკლესიის წინამძღვრის დაკავების ფაქტს იკვლევს

ე.წ. მესაზღვრეების მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ხურვალეთის მცხოვრები, 58 წლის თეიმურაზ დუდაშვილი ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, დაკავებიდან დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, მანქანა, რომელშიც შეიარაღებულმა პირებმა დუდაშვილი ჩასვეს, გამყოფი ხაზის სიახლოვეს იყო გაჩერებული, ცოტა ხნის წინ კი, აღნიშნული ავტომობილი ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით გაემართა.

დღესვე საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

მამა იოანე ოხანაშვილის დაკავების ფაქტის გადამოწმება საპატრიარქოში უკვე მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, დირბის ეკლესიის წინამძღვრის, მამა იოანე ოხანაშვილის დააკავების შესახებ ინფორმაცია მათთვის ამ წუთებში გახდა ცნობილი. შესაბამისად, მისი თქმით, მომხდარი ფაქტის მოკვლევა მიმდინარეობს.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი