სამეფო ქორწილიდან 2 კვირის შემდეგ მეგანის ყოფილი ქმარი დაინიშნა

სამეფო ქორწილიდან 2 კვირის შემდეგ მეგანის ყოფილი ქმარი დაინიშნა

სამეფო ქორწინებიდან 2 კვირის შემდეგ მეგან მარკლის ყოფილი ქმარი დაინიშნა. ტრევორ ენგელსონმა, რომელიც მეგანზე 2 წლის მანძილზე იყო დაქორწინებული, ნუტრიციონისტ ტრეისი კერლენდს სთხოვა ხელი.

People-ის ინფორმაციით, 41 წლის პროდიუსერმა სასიამოვნო ამბავი „ინსტაგრამზე“ გააზიარა. ფოტოზე ჩანს მისი მომავალი ცოლის ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი.

ენგელსონი და მარკლი 2011 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ და 2013 წელს დაშორდნენ.

პრინცესა დაიანას ბიოგრაფი, ენდრიუ მორტონი წიგნში „მეგანი, ჰოლივუდელი პრინცესა“ ამტკიცებს, რომ წყვილმა ერთმანეთი ბარში გაიცნო. იმ დროისთვის მეგანს კარიერა ახალი დაწყებული ჰქონდა.

მოგვიანებით, მარკლმა მიიღო როლი სერიალში Suits, რომლის გადაღება ნიუ-იორკსა და კანადაში მიმდინარეობდა. ამის გამო მსახიობს ენგელსონისგან შორს უხდებოდა ყოფნა. განშორება წყვილზე დადებითად არ აისახა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს