ავტორი:

რა შეიძლება მოხდეს, თუ უკ­რა­ი­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ა რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლ ეკ­ლე­სი­ას გამოეყოფა?

რა შეიძლება მოხდეს, თუ უკ­რა­ი­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ა რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლ ეკ­ლე­სი­ას გამოეყოფა?

საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, ორ თანმხლებ პირთან ერთად ეწვია. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსი სასულიერო პირის თბილისში სტუმრობის მიზანი უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და რუსეთის ეკლესიის პოზიცია იყო.

რუსეთის საპატრიარქოს განცხადების თანახმად, ალფეევთან ერთად, თბილისში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების განყოფილების მდივანი, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და თავმჯდომარის თანაშემწე ალექნსადრე ერშოვი იმყოფებოდა.

უკრაინის ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოს, როგორც პირველ ეკლესიას თხოვნით მიმართავს, რაიმე ზომები მიიღოს და დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმაროს, რაც რუსეთის საპატრიარქოში მღელვარებას იწვევს.

საქართველოს პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განმარტებით, ილარიონ ალფეევი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სწორედ უკრაინის ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფის საკითხზე ესაუბრა.

"მსგავსი კონსულტაციები გაიმართება მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელთან. თუმცა, შეტყობინება ჯერ არ მიგვიღია. რუსეთის საპატრიარქო აცხადებს, რომ ალბათ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოც განახორციელებს ასეთივე ვიზიტს საქართველოში, თუმცა, ჩვენთვის არც მას მოუმართავს... ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია მოზომილი იქნება" - აღნიშნავს მიქაელ ბოტკოველი.

"რუსეთის ეკლესია ჯერ არ არის მზად მიიღოს ეს წინანადება... საერთოდ კი, რთულია იმის წარმოდგენაც, რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში თუ უკრაინის სცენარი შესრულდება," - ასე ეხმაურება ბოლოდროინდელ მოვლენებს რუსული მედია.

ადგილობრივი სასულიერო პირების მოსაზრებით კი, მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიაში განხეთქილებაა, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ვითარების სხვაგვარი განვითარება და არ იქნება სწორი ნაბიჯი. "მეტიც, შეიძლება ეს 1054 წელს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის განხეთქილებას შევადაროთ. მსგავსი რამ კიდევ თუ განმეორდება მართლმადიდებლური ერთიანობა დასამარდება" - იხსნებეს რუსული მედია რუსი მართლმადიდებელი ფუნდამენტალისტის ვსევოლოდ ჩაპლინის სიტყვებს.

მათივე ცნობით, რამდენიმე დღის წინ ეს სიტყვები რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმაც გაიმეორა. თუმცა, რუსულ სამღვდელოებაში არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ "განხეთქილება გარდაუვალია."

უკრაინული მედიის ცნობით, ოფიციალურმა კიევმა, უკრიანის უმაღლესმა რადამ და ადგილობრივმა ეპისკოპოსებმა მსოფლიო პატრიარქს უკრაინის ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფის საკითხზე მიმართეს... მართალია, პასუხი ჯერჯერობით არ არის, თუმცა უკრაინული ეკლესია განაგრძობს სხვა ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებთან კონსულტაციებს... კიევის მიტროპოლიტი უკვე შეხვდა იერუსალიმში თეოფილე III-სა და პოლონეთის სულიერ მოძღვარ საბას. ამ მხრივ ძალიან აქტიურობს რუსეთის პატრიარქის "მარჯვენა ხელი" ილარიონ ალფეევი, რომელიც უკვე შეხვდა ალექსანდრიის პატრიარქს თეოდორე II-ს, კვიპროსის კლესიის წარმომადგენელს. ასევე საქართველოს პატრიარქს და გეგმაში აქვს, სერბეთის, რუმინეთისა და ათენის პატრიარქებთან შეხვედრა...

უკრაიანამ უკვე გაახმოვანა თავისი იდეა, ავტოკეფალია მიანიჭოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. საერო და სასულიერო პირების თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია იქნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და მოცილება იმ პოლიტიკური პროექტიდან, რომელიც თავის დროზე, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოიფიქრა და "რუსულ სამყაროდ" იწოდება.

ამჟამად უკრაინაში არსებობენ მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური უკრაინული ეკლესია და ორი არაღიარებული - კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. თუ მსოფლიო პატრიარქი უკრაინის მიმართვას დააკმაყოფილებს, უკრაინის გაერთიანებული ავტოკეფალური ეკლესია კვლავ დაექვემდებარება კონსტანტინოპოლის ეკლესიას, როგორც ეს იყო 998 წლიდან 1686 წლამდე, ვიდრე კიევის მიტროპოლია მოსკოვის საპატრიარქოს შეუერთდებოდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე