რასმუსენი - რუსეთმა რომ მოინდომოს, რუსული ჯარები უკრაინის ოკუპაციას რამდენიმე დღეში განახორციელებენ

რასმუსენი - რუსეთმა რომ მოინდომოს, რუსული ჯარები უკრაინის ოკუპაციას რამდენიმე დღეში განახორციელებენ

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, უკრაინა რამდენიმე დღეში დამარცხდებოდა, - ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

„რუსეთმა რომ მოინდომოს, რუსული ჯარები უკრაინის ოკუპაციას რამდენიმე დღეში განახორციელებენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 3-4 წელიწადში უკრაინამ საკუთარი სამხედრო პოტენციალი სერიოზულად გაზარდა“, - განაცხადა რასმუსენმა.

მისივე თქმით, ნატო-ს ქვეყნები მზად არიან „რუსული ტანკების მასირებული შეტევისთვის“, თუმცა მშვიდობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალება პოტენციური მოწინააღმდეგის შეკავებაა.

ამასთან, რასმუსენმა აღნიშნა, რომ რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია ალიანსს შეუერთდეს, მაგრამ ამისთვის აუცილებელი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს.

"ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ" - რას იხსენებდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ გადარჩენილი რუსი სამხედრო მფრინავები

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე