"დღემდე არ იცის პელემ, რომ ქართველი ნათლია ჰყავს" - როგორ მოხვდა კახი კავსაძე ლეგენდარული ფეხბურთელის იუბილეზე

"დღემდე არ იცის პელემ, რომ ქართველი ნათლია ჰყავს" - როგორ მოხვდა კახი კავსაძე ლეგენდარული ფეხბურთელის იუბილეზე

რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა-უმცროსმა არაერთი ფილმი გადაიღო. მაგრამ არავინ მოელოდა, რომ არც მეტი, არც ნაკლები, ფეხბურთის მეფე პელეს გადაღებას მოინდომებდა. მაშინ ამ იდეას უმრავლესობა სკეპტიკურად შეხვდა, მაგრამ სულ ტყუილად - 1991 წელს გამოვიდა ფილმი "მე, პელეს ნათლია!" მიხეილ ჭიაურელი ფილმის გადაღების პერიპეტიებს "კვირის პალიტრასთან" იხსენებს:

- ფილმის გმირი ჩვეულებრივი საბჭოთაინკასატორია, რომელიც ყოველდღე დადის სამსახურში, ჯამაგირი არ ჰყოფნის, მაცივარი გაფუჭებული აქვს, ტელევიზორი ხან უჩვენებს, ხან - არა... და აი, ამ ნაცრისფერი ცხოვრების გასაფერადებლად ვარდისფერ ისტორიებს იგონებს, რომ თითქოს პელეს ნათლიაა. ეს როგორო, რომ ეკითხებიან, ისიც განმარტავს, - სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ბრაზილიაში რომ იყო გასტროლზე, რიოში პელეს მამა, დონ დიონიო გავიცანი. ერთხელ ელექტროგაყვანილობის შეკეთებაში დავეხმარე და მას შემდეგ ისე დავახლოვდით, რომ შვილიც მოვუნათლეო. ჩემი ნათლული რომ გაიზარდა, მისი წყალობით ყველა მსოფლიო ჩემპიონატს დავესწარიო.

ფილმში პელეს ელექტრომონტიორ ნათლიას კახი კავსაძე ასახიერებს. კახის იდეა რომ მოვუყევი და გადაღება შევთავაზე, სიხარულით ცას ეწია. მერე, ერთად დავიწყეთ ფანტაზიორობა.

- ფილმში სხვა ცნობილი ფეხბურთელებიც გვხვდებიან.

- იაშინის იუბილეზე მოსკოვში ჩავედით, ბეკენბაუერი და ბობი ჩარლტონი უნდა გვენახა, პელეც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ არ ჩამოვიდა. ფილმში ჩარლტონს ეკითხება კახი, ჩვენებური მალამო რომ გამოგიგზავნე მუხლზე წასასმელად, ხომ მოგიხდაო? თან მუხლზე იდებს ხელს. ისიც, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საუბარს ვერ ხვდება, მადლობას უხდის. ყველაფერი ექსპრომტად ხდებოდა. ფეხდაფეხ დავდევდით პელეს და ფილმიც იქმნებოდა.

1989 წელს რიო-დე-ჟანეიროში კარნავალის დროს ჩავფრინდით. შესასვლელი ბილეთი არ გვქონდა. კახიმ დაიჩივლა, ენა მაინც ვიცოდეთ, რომ ვინმეს რამე გავაგებინოთო. ამის თქმა იყო და, გვერდით უცნობმა მამაკაცმა მოთქმა დაიწყო, ვახ, ცავატანემ, ქართველები ხართო? ავლაბრელ-სანფრანცისკოელი სომეხი აღმოჩნდა. მთელი დღე არ მოგვშორებია...განაგრძეთ კითხვა

"გამოცდიან "ლომკას" და მისი გადალახვა უჭირთ" - რატომ მოიმატა მწეველი ქალების რიცხვმა საქართველოში და როგორ უნდა დაანებოთ თავი თამბაქოს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს