მირზა სუბელიანმა 9 საათიანი გამოკითხვის შემდეგ შსს დატოვა

მირზა სუბელიანმა 9 საათიანი გამოკითხვის შემდეგ შსს დატოვა

პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა შსს რამდენიმე წუთის წინ დატოვა. სუბელიანის თქმით, მას გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დაწერილი, ამიტომ დაკითხვის დეტალებზე არ ისაუბრა.

"ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. გამომძიებლებს ჰქონდათ შეკითხვები და გავეცი პასუხები. რამდენჯერაც დამიბარებენ, იმდენჯერ მოვალ. იყო დამატებითი შეკითხვები", - განაცხადა მირზა სუბელიანმა.

ნახეთ ვიდეო: იყო დამატებითი შეკითხვები და გავეცი პასუხი - მირზა სუბელიანის პირველი კომენტარი შსს-დან გამოსვლის შემდეგ

იგი უწყებაში დაკითხვზე დაახლოებით სამ საათზე მივიდა. სუბელიანი შს სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების კითხვებს უკვე მეორედ პასუხობდა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე შეეფარდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს