სასამართლო „ქართული მარშის“ წევრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასამართლო „ქართული მარშის“ წევრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო „ქართული მარშის“ წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადასინჯვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 7 ივნისს, "რუსთავი 2’’ -ის შენობის წინ მომხდარი ინციდენტის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე სასამართლომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა. სასამართლოს განჩინებით, 5 ბრალდებულს ირაკლი დ.-ს, ვლადიმერ ს.-ს, მიხეილ ა.-ს, ოლეგ დ.-ს და ბექა რ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეიცვალა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი. ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ ორი პირის ლუკა ნ.-ს და გიორგი ო.-ს, მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა- დარჩა უცვლელი.

სასამართლომ, ხუთი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადასინჯვისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს, რომლებსაც ბრალად ედებათ ხულიგნობა, არიან ნასამართლეობის არმქონენი და ბრალად ედებათ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს პირობებშიც მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები.

ხულიგნობის ბრალდებასთან ერთად, გიორგი ო.-ს ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე ლუკა ნ.-ს, გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მათ მიმართ წარდგენილია ბრალდება ძალადობრივი დანაშაულისათვის, ფიზიკური შეურაცხყოფის და ქონების (ავტომობილი) დაზიანების სახით. ასევე ისინი ბრალდებულნი არიან დანაშაულთა ერთობლიობით ჩადენილ ქმედებაში. შესაბამისად, სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა გიორგი ო.-სა და ლუკა ნ.-ს პატიმრობაში დატოვება.

მოცემულ საქმეზე მომდევნო სხდომა 2018 წლის 19 ივნისს, 12 საათზე გაიმართება“, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს