ტრამპი - რუსეთი "დიდ რვიანში" უნდა დაბრუნდეს

ტრამპი - რუსეთი "დიდ რვიანში" უნდა დაბრუნდეს

რუსეთი „დიდ რვიანში“ უნდა დაბრუნდეს, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადაში, G-7 სამიტზე გამგზავრებამდე განაცხადა. „მე მიყვარს ჩემი ქვეყანა. თქვენ იცით, რომ მე რუსეთისთვის კოშმარი ვარ, თუმცა უნდა ვთქვა, რომ რუსეთი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უნდა იმყოფებოდეს. გარდა ამისა, რუსეთი „დიდ რვიანში“ უნდა დაბრუნდეს, საიდანაც ის გარიცხული იყო. ჩვენ გვჭირდება რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

„დიდი შვიდეული“ (G-7) ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების გაერთიანებაა. რუსეთი მისი წევრი 1998 წელს გახდა, თუმცა 2014 წელს ყირიმის მოვლენების შემდეგ ამ გაერთიანებიდან გაირიცხა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე