კანადის სენატმა მარიხუანას ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

კანადის სენატმა მარიხუანას ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

კანადის სენატმა რეკრეაციული მიზნებისთვის მარიხუანას ფლობა, მოხმარება და გაყიდვა დაამტკიცა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება, აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა 52-მა პარლამენტარმა, ხოლო 30 კი წინააღმდეგ წავიდა.

კანონპროექტში რამდენიმე შესწორება შევიდა და ის განსახილველად კვლავ დაუბრუნდა თემთა პალატას, რომელმაც აქამდე მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

კანონი ძალაში შესვლა 2018 წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი. ამ შემთხვევაში კანადა „დიდი ოცეულის“ პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც მარიხუანას ლეგალიზებას მოახდენს.

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო მიიჩნევს, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და რეგულირება ხელისუფლებას საშუალებას მისცემს უკეთ აკონტროლოს და დაარეგულიროს მარიხუანას წარმოება და მოხმარება, რაც თავის მხრივ მარიხუანას არალეგალურ ვაჭრობაში ჩართულ პირებს დაარტყამს. განაგრძეთ კითხვა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე