რომელი ბრალდებულის ნათესავია დაკავებული მერაბ მორჩაძე - ახალი დეტალი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში

რომელი ბრალდებულის ნათესავია დაკავებული მერაბ მორჩაძე - ახალი დეტალი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, შსს-ს მიერ დღეს დაკავებული მერაბ მორჩაძე ამავე საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ნათესავია. როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, მერაბ მორჩაძე შსს-ს ყოფილი თანამშრომლის, თენგიზ კალანდიას ნათესავია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაშია ბრალდებული. ამასთან, როგორც Ambebi.ge-ს თენგიზ კალანდიას ადვოკატმა განუცხადა, გამოძიებამ თენგიზ კალანდია აღნიშნულ პირთან დაკავშირებით გამოკითხა და კალანდიამ დაუდასტურა, რომ მერაბ მორჩაძე მისი ნათესავია.

„კალანდია დაკითხეს დღეს და ვესწრებოდი დაკითხვას. მერაბ მორჩაძეს იცნობს, შორეული ნათესავია, მაგრამ ათი წელია თვალით არ მინახავსო“, - განაცხადა ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ და აქვე დასძინა, რომ მისთვის უცნობია, რის გამო დააკავეს სამართალდამცველებმა მერაბ მორჩაძე.

ნახეთ ვიდეო: ერთ-ერთი მოზარდის ნათესავი ვარ, არ ვიცი რატომ დამაკავეს - როგორ შეიყვანეს მერაბ მორჩაძე შსს-ში

Ambebi.ge-სთვის ასევე ცნობილი გახდა ერთ-ერთი ვერსია, რის გამოც შესაძლოა, მერაბ მორჩაძე პასუხისგებაში მიეცა. მორჩაძეს გამოძიება სავარაუდოდ, მიხეილ კალანდიაზე ზემოქმედების მოხდენას ედავება. როგორც ცნობილია, მიხეილ კალანდიამ სასამართლოში პირველი დაკითხვისას პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა და განცხადა, რომ მისი დაკითხვის მსვლელობისას მამამისს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

ამის შემდეგ სასამართლოში პირველივე ჩვენების გაგრძელებისას (პირველი ჩვენების მიცემისას დრო ამოიწურა, შესაბამისად, აღნიშნული ჩვენების მიცემა შემდეგ დღეს გაგრძელდა) მიხეილ კალანდიამ ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ მეგობრების გადარჩენის მიზნით სასამართლოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაციების გაჟღერების შემდეგ პროკურატურამ მოწმეზე სავარაუდო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღსანიშნავია ისიც, რომ თავად მიხეილ კალანდიაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაშია მიცემული.

ავტორი: თორნიკე კოშკაძე

მთავარი ფოტო - ფოტოსქრინი "პირველი არხის" ვიდეოდან

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს