ინციდენტი 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

ინციდენტი 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

N 51-ე საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასელებს შორის მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, 8 ივნისს, ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, გურგულიას ქუჩა N 30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის მეათე და მეთორმეტე კლასელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

„გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ს. გ.-მ, ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს ზ. ჯ.-ს სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საშუალებით უცენზურო სიტყვები მისწერა, რაც მათი კამათის მიზეზი გახდა.

აღნიშნული პირები სიტუაციის გარკვევის მიზნით ერთმანეთს, მეგობრებთან ერთად გურგულიას ქუჩაზე შეხვდნენ. მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდგომაც ისინი შერიგდნენ. მოზარდებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხეს ინცინდენტში მონაწილე არასრულწლოვნები და მანდატურები. დღის განმავლობაში, ასევე, გამოიკითხებიან 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები და ინციდენტის შემსწრე არასრულწლოვნები“ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს