გომბორზე ავარიის შედეგად, ორი მოზარდი და სავარაუდოდ 2 მშობელია დაღუპული

გომბორზე ავარიის შედეგად, ორი მოზარდი და სავარაუდოდ 2 მშობელია დაღუპული

გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხი გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, ოთხი დაღუპულიდან სავარაუდოდ, ორი მშობელია, ორი კი ბავშვი. დაშავებულია 10-მდე ადამიანი.

ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები, ასევე საპატრულო პოლიცია.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.შემთხვევის ადგილზე მიემართება „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი და დამატებით ინფორმაციას უახლოეს ხანში მოგაწვდით.

ავარია გომბორზე დღეს დილით მოხდა - თბილისიდან მიმავალი მიკროავტობუსი, რომელსაც ექსკურსიაზე ბავშვები გადაყავდა, ხევში გადავარდა.

ინფორმაციის განახლება: დაღუპულების შესახებ ინფორმაცია დაზუსტდა. ავარიის შედეგად გარდაცვლილებს შორის, ოთხი დაღუპულიდან ერთი არის სკოლის მოსწავლე, დანარჩენი სამი, სავარაუდოდ მშობლები და ბავშვების თანმხლები პირები არიან.

იხილეთ ვიდეო: მიკროავტობუსი, რომელსაც ბავშვები ექსკურსიაზე მიყავდა, გომბორზე ხევში გადავარდა - დაღუპულია 4 ადამაინი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო