პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზე უკვე მესამედ დაიბარეს.
სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული. სუბელიანი შსს-ს შენობაში უკვე შევიდა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არც ამჯერად გაუკეთებია, თუმცა თქვა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს და სწორედ ამიტომ გამოცხადდა შსს-ში.