გომბორზე ავარიის დროს, მიკროავტობუსში მე-6 კლასელები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ

გომბორზე ავარიის დროს, მიკროავტობუსში მე-6 კლასელები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ

მიკროავტობუსში, რომელიც გომბორზე ხევში გადავარდა, თბილისის 175-ე სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი, დაშავებულია 10-ზე მეტი. დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანია, დანარჩენები მშობლები და ბავშვების თანმხლები პირები არიან.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მიკროავტობუსი, რომელსაც თბილისიდან კახეთში ბავშვები ექსკურსიაზე მიყავდა, ხევში გადავარდა.

განახლებული ინფორმაცია შსს-სგან: "შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გომბორის უღელტეხილზე თელავის რაიონის სოფელ თეთრი წყლების მიმდებარედ, კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელშიც თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: "კედლის თავზე დავინახე ქალი, წივილ-კივილი იყო" - რას ამბობენ თვითმხილველები, რომლებიც გომბორზე ექსკურსიის მიკროავტობუსის ავარიას შეესწრნენ

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო