"მძღოლმა ყვირილი დაიწყო და იძახდა დავიღუპეთო..." - რას ყვებიან თვითმხილველები გომბორზე მომხდარი ავარიის შესახებ

"მძღოლმა ყვირილი დაიწყო და იძახდა დავიღუპეთო..." - რას ყვებიან თვითმხილველები გომბორზე მომხდარი ავარიის შესახებ

გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შესახებ თვითმხილველები ახალ დეტალებს ყვებიან. ერთ-ერთი მეექვსეკლასელი გოგონას ინფორმაციით, რომელიც ავარიის დროს მიკროავტობუსში იჯდა, მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა:

"მძღოლი ამუხრუჭებდა, მაგრამ მანქანა არ ჩერდებოდა. ყველას შეგვეშინდა. ავარიის დროს მძღოლმა ყვირილი დაიწყო და იძახდა დავიღუპეთო... ერთი ბავშვი დაიღუპა და დედა მეუბნებოდა, რომ მისკენ არ გამეხედა. ძალიან შეგვეშინდა... ორი „მარშუტკით“ ვიყავით. ყველა საავადმყოფოში წევს, ჩემს გარდა“ - განაცხადა დაშავებულმა მოსწავლემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას. გოგონას პირველადი სამედიცინო დახმარება კლინიკაში ჩაუტარდა.

"დავინახეთ გადმობრუნებული მანქანა, დახოცილი ხალხი. კედლის თავზე დავინახე ერთი ქალი, ასფალტზე ვნახე ბავშვი... გადაფარებული ჰქონდა ცხედრებს... ისეთი ამბავი იყო, ვის ვინ მიყავდა და მოყავდა, წივილ-კივილი ისმოდა. ბავშვები თბილისის სკოლიდან იყვნენ და მძღოლი დასავლეთელი კაცი ყოფილა, ის ცოცხალია, აქ დავინახეთ" - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელმაც ავარიის შემდეგ შემთხვევის ადგილი ნახა.

"აქეთ-იქეთ ეყარა ყველა, ბავშვები, გარდაცვლილები... როგორც ამბობენ, მუხრუჭებმა ვერ დაიჭირა და ეს გახდა ავარიის მიზეზი", - ამბობს კიდევ ერთი თვითმხილველი.

ავარია გომბორზე დღეს დილით, თელავის რაიონის სოფელ თეთრი წყლების მიმდებარედ მოხდა. კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელშიც თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 16 ადამიანმა, რომლებიც უკვე გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო