მირზა სუბელიანი დაკავებულია

მირზა სუბელიანი დაკავებულია

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი დაკავებულია - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამოკითხვაზე დილიდან იმყოფებოდა. მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიების კითხვებს უკვე მესამედ პასუხობდა. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, შსს-მ გუშინ კიდევ ერთი პირი მერაბ მორჩაძე დააკავა, რომელიც საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ნათესავია. როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, მერაბ მორჩაძე შსს-ს ყოფილი თანამშრომლის, თენგიზ კალანდიას ნათესავია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაშია ბრალდებული. ამასთან, როგორც Ambebi.ge-ს თენგიზ კალანდიას ადვოკატმა განუცხადა, გამოძიებამ თენგიზ კალანდია აღნიშნულ პირთან დაკავშირებით გამოკითხა და კალანდიამ დაუდასტურა, რომ მერაბ მორჩაძე მისი ნათესავია.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე შეეფარდა.

იხილეთ ვიდეო: საგანგებო ბრიფინგი შსს-ში: მირზა სუბელიანი დააკავეს

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს