მეგანის 3400 ფუნტიანი კაბა და მოშიშვლებული მხრები ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა

მეგანის 3400 ფუნტიანი კაბა და მოშიშვლებული მხრები ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა

დედოფლის დაბადების დღის აღსანიშნავ აღლუმზე მეგან მარკლი ქმართან, პრინც ჰარისთან ერთად გამოჩნდა. Express-ის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია იდგნენ ბუკინგემის სასახლის აივანზეც, სადაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები ყოველწლიურად იკრიბებიან.

მანამდე კი წყვილმა ეტლით იმგზავრა.

მეგანს ვენესუელელი დიზაინერის კაროლინა ჰერერას კაბა ეცვა, რომლის ღირებულება 3,402 ფუნტია. ჰერერა აშშ-ს რამდენიმე პირველი ლედის საყვარელი დიზაინერია, მათ შორის - მელანია ტრამპის და მიშელ ობამასი.

ოფიციალურ ღონისძიებაზე მეგანს მხრები მოშიშვლებული ჰქონდა. თაფლობისთვის შემდეგ ჰერცოგინია საგრძნობლად გარუჯულია და შესანიშნავად გამოიყურება.

არანაკლებ მომხიბვლელი იყო ქეით მიდლტონიც, რომელიც ეტლში პრინც ჩარლზის ცოლთან, კამილასთან ერთად იჯდა. ქეითს მისი საყვარელი დიზაინერის ალექსანდერ მაკქუინის მიერ შექმნილი ცისფერი კაბა ეცვა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს