რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ორ უცნობ მამაკაცსა და აქციის მონაწილეებს შორის ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთმა მამაკაცმა აქციის მონაწილეებს ჰკითხა, იციან თუ არა თუ ვინ იყო სანდრო გირგვლიანი და მათ სამარცხვინოები უწოდა, რასაც აქციის მონაწილეთა ნაწილისგან უკმაყოფილება მოჰყვა. მოგვიანებით კი ადგილზე მეორე უცნობი მამაკაცი მივიდა, რომელმაც ასევე სამარცხვინო უწოდა აქციას და მის მონაწილეებს. აღნიშნულის გამო ადგილი ჰქონდა ხანმოკლე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. სიტუაციის განმუხტვის მიზნით საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ორივე მამაკაცი ტერიტორიას განარიდეს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო