რომელ ჰიპერმარკეტში ყიდულობთ სამშენებლო/სარემონტო მასალებს? - გამოკითხვის შედეგები

რომელ ჰიპერმარკეტში ყიდულობთ სამშენებლო/სარემონტო მასალებს? - გამოკითხვის შედეგები

საქართველოში სამშენებლო ბუმია. შენდება ახალი საცხოვრებელი კორპუსები, არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი გემოვნებითა და დიზაინით აშენებენ კერძო სახლებს. ნებისმიერ შემთხვევაში - სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოებისას მასალების შეძენა გჭირდებათ, რისთვისაც ყველა სხვადასხვა გზას მიმართავს.

ჩვენ დავინტერესდით, რომელ სამშენებლო ჰიპერმარკეტში ყიდულობენ სამშენებლო/სარემონტო მასალებს ყველაზე ხშირად, რისთვისაც გამოკითხვა ჩავატარეთ. გამოკითხვა Ambebi.ge-ს და BPN.ge-ს საიტებზე ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კითხვაზე, რომელ სამშენებლო ჰიპერმარკეტში ყიდულობთ სამშენებლო/სარემონტო მასალებს ყველაზე ხშირად? - პასუხი 8 962-მა მკითხველმა დააფიქსირა და მათი უმრავლესობის ხმა "გორგიამ" დაიმსახურა - 40 %. გამოკითხვაში 26%-მა მიუთითა, რომ სამშენებლო/სარემონტო მასალებს სხვა ადგილას ყიდულობს, სამეულში კი მოხვდა "დომინო" და "ბრიკორამა" 17 და 11%-ით.

კითხვას, რომელი სამშენებლო ჰიპერმარკეტის აქციებით და ფასდაკლებებით სარგებლობთ ყველაზე ხშირად? – 5 983-მა მკითხველმა უპასუხა. მათი უმრავლესობა - 39 % კვლავ "გორგიას" ასახელებს, სხვა - 28 %, "დომინოს" აქციების დროს 16% სტუმრობს, ხოლო "ბრიკორამას" გამოკითხული მკითხველის 10%.

გამოკითხვაში ასევე დავინტერესდით, ჰიპერმარკეტის შერჩევისას მყიდველისთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი - ფასი, სერვისი, ასორტიმენტი თუ ლოკაცია. კითხვაზე 6 000-მდე მკითხველმა დააფიქსირა პოზიცია და მათი პასუხები ასე გადანაწილდა:

გამომდინარე იქედან, რომ მკითხველმა გამოკითხვაში ძალიან იაქტიურა და ერთ კვირაში საიტის 20 000-ზე მეტმა ვიზიტორმა მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში, AMBEBI.GE-ს რედაქცია მსგავსი გამოკითხვების ჩატარებას ყოველ კვირას გეგმავს. თემების მიხედვით შეირჩევა შესაბამისი ვებპლატფორმები, სადაც მკითხველს ექნება საშუალება დააფიქსიროს საკუთარი აზრი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს