თურქეთის პრეზიდენტი გერმანიას მოუწოდებს, ავსტრიის კანცლერი „ჭკუაზე მოიყვანოს“

თურქეთის პრეზიდენტი გერმანიას მოუწოდებს, ავსტრიის კანცლერი „ჭკუაზე მოიყვანოს“

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი შვიდი მუსლიმური მეჩეთის დახურვის გამო ავსტრიის კრიტიკას კვლავ განაგრძობს და გერმანიას მოუწოდებს, ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი „ჭკუაზე მოიყვანოს“. ამის შესახებ Hurriyet daily news იუწყება.

პრეზიდენტის თქმით, ავსტრიის ხელისუფლების გადაწყვეტილება 250 ათასი თურქის უფლებებს ლახავს, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ. „მოვუწოდებ ავსტრიის მთავრობის მეთაურს: თქვენ ახალგაზრდა ხართ და გამოცდილება გჭირდებათ. თქვენი გამოუცდელი მოქმედება შესაძლოა, ძალიან ძვირად დაგიჯდეთ“, - მიმართა კურცს ერდოღანმა.

მისი თქმით, ავსტრიის გადაწყვეტილება შესაძლოა „ახალ ჯვაროსნულ ლაშქრობად“ იქცეს. „ასევე მოვუწოდებ დასავლეთს, განსაკუთრებით გერმანიას: თქვენი ადამიანი ჭკუაზე მოიყვანეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარება, შესაძლოა, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს“, - აღნიშნა ერდოღანმა. მისივე თქმით, თურქეთს აქვს საპასუხო ნაბიჯები, რომელიც შესაძლებელს გახდის, თურქების შევიწროებას წინ აღუდგეს.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ავსტრია ქვეყანას რამდენიმე იმამს დაატოვებინებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და შვიდ მეჩეთს დახურავს, რომლებიც „პოლიტიკური ისლამიზმის“ გავრცელების ადგილად მიიჩნევა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე