რა ქონებას ფლობს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ახალი ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი

რა ქონებას ფლობს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ახალი ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი

მიხეილ ხიდურელი სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელად მაისში დაინიშნა.

ნახეთ ასევე: ვინ არის 28 წლის მიხეილ ხიდურელი, რომელიც სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელად დაინიშნა

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობს ის. 2018 წლის 6 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ფლობს, 3 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ამბროლაურში.

მასვე ეკუთვნის, ღვინის ჩამომსასხმელი დანადგარები, რომელიც 2018 წელს 10 ათას ლარად შეიძინა, ასევე მოტოსატრანსპორტო საშუალება მოპედი - ვესპა, რომელიც მიმდინარე წელს 5 000 ლარად იყიდა.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ორ საბანკო ანგარიშზე 1 512 და 500 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 150 დოლარი ჰქონდა. ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში ხიდურელს 3000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონის განვადებაც, რომლის შედეგად მისმა გასავალმა 1000 ლარი შეადგინა. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო