280 000 აშშ დოლარი ქრთამის სახით... - დაკავებულია საგარეჯოს საკრებულოს წევრი და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი

280 000 აშშ დოლარი ქრთამის სახით... - დაკავებულია საგარეჯოს საკრებულოს წევრი და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კონსტანტინე ღ. და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი გელა მ. დააკავეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 14 ჰექტარი მიწის და მასზე არსებული ტბის გრძელვადიანი იჯარით გადაცემაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 280 000 აშშ დოლარი.

საგამოძიებო უწყების ცნობით, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კონსტანტინე ღ. და გელა მ. მოთხოვნილი ქრთამის ნაწილის - 30 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

იხილეთ ვიდეო: 280 000 დოლარი მიწისა და მასზე არსებული ტბის იჯარით გადაცემაში დახმარებისთვის - დაკავებულია საგარეჯოს საკრებულოს წევრი და სატყეო სააგენტოს თანამშრომელი

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს