ჭიათურაში სამმა ახალგაზრდამ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა - ისინი პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის გათავისუფლებას ითხოვენ

ჭიათურაში სამმა ახალგაზრდამ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა - ისინი პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის გათავისუფლებას ითხოვენ

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჭიათურაში შსს-ს თანამშრომლების მიერ შესაძლო არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურებრივი უფლებასილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ Ambebi.ge-ს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.

"დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს შსს ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ თ.გ.- ს, ზ. ნ. - ს, პ. კ. - ს, ლ. მ. - ს და სხვათა მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურებრივი უფლებასილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, სსკ-ის 144"' მუხლის მეორე ნაწილის "ა, ბ, დ, ე, ზ" ქვეპუნქტებითა და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით", - აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, პოლიციის შენობასთან სამი ახალგაზრდა მამაკაცი მეცხრე დღეა შიმშილობს. მათ გუშინ პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერეს. მოშიმშილეები ჭიათურის პოლიციის უფროსის და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. მოშიმშილეები ამბობენ, რომ 26 მაისს, მათი ცხრა მეგობარი პოლიციამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დააკავა.

აღნიშნულს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ. "თუ დადასტურდა, რომ ჭიათურაში, პოლიციელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, შს სამინისტრო მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას", - აცხადებენ სამინისტროში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს