თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკებას მოყვა. ორ ახალგაზრდას შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც ერთმა მეორეს ბლაგვი საგნით, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა ნაძალადევის რაიონში, კინო "საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

პოლიციას სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებული ყავს, რომელსაც ასევე დაზიანებები აქვს მიყენებული. მამაკაცი სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, მოკლული და მკვლელი ერთად იმყოფებოდნენ დაბადების დღეზე, იქედან წამოსულებს შელაპარაკება მოუვიდათ და ჩხუბი დაიწყეს. როგორც ირკვევა, ბრალდებული პოლიციელებს შემთხვევის ადგილზე დახვდათ, მასაც ცემის შედეგად მიყენებული აქვს დაზიანებები.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: მკვლელობით დასრულებული ორი ახალგაზრდას ჩხუბი თბილისში - მოკლულს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო