მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. როგორც ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსულმა აბაზოვის ადვოკატმა ზვიად ასათიანმა განაცხადა, აბაზოვი თავს საკმაოდ მხნედ გრძნობს. კითხვაზე, აღიარებს თუ არა თემურ აბაზოვი პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს. პროკურატურა წინასწარი აღმკვეთის შეფარდების თაობაზე სასამართლოს დღეს მიმართავს.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი გუშინ დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს