ქალმა, რომელიც 4 წლის ბავშვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, პოლიციის განყოფილებასთან ცხედარი თავად მიიტანა - შემზარავი მკვლელობის დეტალები

ქალმა, რომელიც 4 წლის ბავშვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, პოლიციის განყოფილებასთან ცხედარი თავად მიიტანა - შემზარავი მკვლელობის დეტალები

არსებული ინფორმაციით, ქალმა, რომელიც ბათუმში, 4 წლის ბავშვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ცხედარი პოლიციის განყოფილებასთან თავად მიიტანა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი და 4 წლის ბავშვის დედა უცხოეთის მოქალაქეები არიან, ისინი საქართველოში თვეების განმავლობაში ცხოვრობდნენ.

არსებული ინფორმაციით, ბავშვის დედა თურქეთში იმყოფებოდა, როდესაც შვილი მოუკლეს. ამასთან, სახლის მეპატრონე, რომელსაც უზბეკეთის მოქალაქეებზე საცხოვრებელი ჰქონდა მიქირავებული, ამბობს, რომ მომხდარის შესახებ სამართალდამცავებისგან შეიტყო. სხვა დეტალებზე სახლის მეპატრონე არ საუბრობს.

იხილეთ ვიდეო: "ცხედარი პოლიციასთან თავად მიიტანა" - ახალი დეტალები და კადრები ბათუმიდან, სადაც 4 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ოჯახის ახლობელია დაკავებული

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს