ყაზბეგში კვადროციკლის ხევში გადავარდნის შედეგად მამა და მისი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპნენ

ყაზბეგში კვადროციკლის ხევში გადავარდნის შედეგად მამა და მისი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპნენ

ყაზბეგში კვადროციკლით სეირნობისას მამა-შვილი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ორივე პირი ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილია 10 წლამდე ასაკის ბავშვი. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. მაშველები ხევში გადავარდნილი მამა-შვილის ამოყვანისთვის შესაბამის სამუშაოებს ამ დრომდე ატარებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამ ეტაპზე პოლიცია შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო