ქობულეთში, ერთ-ერთი სოფლის პოლიციის უფროსი მოკლეს

ქობულეთში, ერთ-ერთი სოფლის პოლიციის უფროსი მოკლეს

ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი ბუტა ანთაძე მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

როგორც გარდაცვლილის მეზობელმა განაცხადა, მუხაესტატეს პოლიციის უფროსი თანასოფლელმა მოკლა. ინციდენტის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.

ექიმების ინფორმაციით, მუხაესტატეს პოლიციის უფროსს ჭრილობა ბლაგვი საგნით გულმკერდისა და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. ის დაჭრილ მდგომარეობაში სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში მიიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ცხედარს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.

იხილეთ ვიდეო: კადრები ქობულეთიდან, სადაც პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი მოკლეს - ექიმისა და მეზობლების კომენტარები ადგილიდან

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს