რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" სამხედრო წვრთნებს ატარებენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" სამხედრო წვრთნებს ატარებენ

ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" „ძარცემის“ პოლიგონზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-4 ბაზის ქვედანაყოფები სამხედრო წვრთნებს ატარებენ.

როგორც რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება, სწავლებაში 2,5 ათასზე მეტი სამხედრო და დაახლოებით, 500 ერთეული სამხედრო ტექნიკაა ჩართული.

წვრთნებში ასევე მონაწილეობენ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების დანაყოფები.

„ამგვარი ერთობლივი წვრთნები ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას, უნარების გაუმჯობესებას, რაც აუცილებელია ოფიცრების სამეთაურო თვისებებისთვის“, - განაცხადეს დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ მიღებული ცოდნა შემდგომში დადებითად აისახება დანაყოფებში პირად შემადგენლობასთან მუშაობისას.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი