არსებული ინფორმაციით, გლდანში მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მამაკაცის ცხედარი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ეზოში იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.