ავტორი:

რას წერს უცხოური მედია და რას ამბობენ დასავლელი პოლიტოლოგები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე

რას წერს უცხოური მედია და რას ამბობენ დასავლელი პოლიტოლოგები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე

"ივანიშვილის ახალი სახე - რას ნიშნავს ახალგაზრდა მამუკა ბახტაძე საქართველოსთვის?" - ასე ეხმაურება გამოცემა Deutsche Welle საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. გამოცემა მიიჩნევს, რომ ბახტაძის პერსონა ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის პოზიციებს გააძლიერებს.

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას ვაშინგტონშიც აფასებენ. დასავლელი პოლიტოლოგები "ამერიკის ხმასთან" საუბარში აცხადებენ, რომ მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან წასვლა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან ერთად, პოლიტიკურ პროცესებზე ბიძინა ივანიშვილის როლსა და გავლენას უკავშირდება.

გამოცემასთან საუბარში, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ საქართველოში პრემიერის უფლებამოსილება ხელოვნურადაა შეზღუდული.

"გიორგი კვირიკაშვილი გამოცდილი ლიდერია. მან საგარეო მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე შესანიშნავი სამსახური გასწია. პრემიერ-მინისტრი საქართველოში ყველაზე მეტი ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსი უნდა იყოს, დღევანდელ პირობებში კი ეს ასე არ არის. ეს უჩვეულო შემთხვევაა და უნდა შეიცვალოს" - აცხადებს ის.

ჰერბსტი ამბობს, რომ ამ აზრთა სხვადასხვაობის ერთ-ერთ ფაქტორად თბილისში უკანასკნელი საპროტესტო გამოსვლები შეგვიძლია განვიხილოთ.

gordonua.com-ს ცნობით, აპრილის ბოლოს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება უკვე ბევრ რამეზე მიანიშნებდა.

"საქმე ის არის, რომ მან 2013 წელს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა..."- წერს გამოცემა.

"ბოლო დროს საქართველოში არსებული ვითარება ძალიან ჰგავს ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროინდელი საბჭოთა კავშირის უკანასკნელ წლებს. სიტუაციას, როდესაც ხელისუფლების წევრებს ყოველი გამოსვლისას, მათი პარტიის ლიდერის მიმართ მადლიერების გამოხატვა არ ავიწყდებოდათ. თავად ბიძინა ივანიშვილი მშვიდად განაგრძობდა თავის ბიზნეს-აქტივობებს, მთელ საქართველოში ახორციელებდა მშენებლობებს და საუკუნოვან ხეებს ქვეყნის სხვადასხვა ადგილებიდან დენდროლოგიური პარკისკენ ეზიდებოდა. ბოლო სამის წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა... ამაზე მეტყველებს unicef-ის კვლევაც, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის ბოლო წერტილი აღმოჩნდა..." - წერს დასავლური მედია.

კარნეგის ფონდის უფროსი მკლევარი პოლ სტრონსკის მოსაზრებით, პრემიერის გადადგომა "ქართულ ოცნებაში" არსებულ შიდა დაპირისპირებებაზე მიუთითებს, რაც პარტიას პრობლემებს მომავალშიც შეუქმნის.

"გასული თვის პროტესტი საქართველოში აჩვენებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილს არსებული "სტატუს კვო" არ მოსწონს. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის გამომწვევი მიზეზები შედარებით ვიწრო საკითხები - კლუბებში შეჭრა და ახალგაზრების მკლელობა - გახდა, პროტესტმა როლი ითამაშა. საქართველოს ეკონომიკა სირთულეების წინაშეა. ეს მთლიანად კვირიკაშვილის ბრალი არ არის, თუმცა როგორც ჩანს, კვირიკაშვილი კულისებს მიღმა ივანიშვილის კრიტიკით და მოქმედებებით შეწუხდა", - აცხადებს სტრონსკიმ "ამერიკის ხმასთან" საუბარში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები