როგორ ქურდავენ თბილისში ტექნიკის მაღაზიას არასრულწლოვნები - სათვალთვალო კამერის კადრები ვრცელდება

როგორ ქურდავენ თბილისში ტექნიკის მაღაზიას არასრულწლოვნები - სათვალთვალო კამერის კადრები ვრცელდება

ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ბეკოს“ მაღაზია გაქურდეს. ჯერჯერობით დაუდგენელი პირები მაღაზიაში გამთენიისას შევიდნენ. წაღებულია მობილური ტელეფონები და გარკვეული თანხაც.

კადრებში, რომლებიც მაღაზიის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული და "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, ჩანს როგორ ამსხვრევენ ქვით მინის კარს და როგორ შერბიან მაღაზიაში სავარაუდოდ, არასრულწლოვნები. ოთხ თავდამსხმელს როლები განაწილებული აქვს: ზოგიერთი მობილურებს და სხვა წვრილ ტექნიკას იღებს, ერთ-ერთი კი სალაროსთან მიდის თანხის ასაღებად.

იხილეთ ვიდეო

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ: "ერთს მაგრად გაუმართლა, ავტოგასამართი სადგურიდან 33 000 წამოიღო" - რას ჰყვება არასრულწლოვანი, რომელიც წლებია თავს ქურდობით ირჩენს

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო